20 ოქტომბერს თბილისს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვევა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, უნგრეთის დელეგაცია საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც მხარეები ორ ქვეყანას თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქართულმა მხარემ პოლიტიკური კონსულტაციები ავსტრიის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან გამართა.