21 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ფარგლებში შეიქმნა ახალი ქვეკომიტეტი, რომელიც ევროკავშირთან მიმართებაში მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. 21 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე კი ჩვენთვის ისეთი პრიორიტეტული საკითხები განიხილება, როგორც არის ტრანსპორტის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის საკითხებს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაში ქართული მხრიდან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.