18-21 ოქტომბერს თბილისს აშშ-ის ატლანტიკის საბჭოს დელეგაცია ეწვევა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ატლანტიკის სამუშაო ჯგუფის ჩამოსვლის მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული ვითარების, პოლიტიკური სიტუაციის შესწავლა.
"ატლანტიკის საბჭოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ რეკომენდაციებს შემიმუშავებს, რომლის საფუძველზეც მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, დელეგაცია ერთი რომელიმე პარტიის წარმომადგენლებით არ არიდ დაკომპლექტებული და არის ე.წ. ბიპარტიზანული ანუ ორი პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული.
ატლანტიკის საბჭოს დელეგაციის წევრები საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყებაში მინისტრების და მოადგილეების დონეზე გამართავენ შეხვედრებს.