მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალს გახსნის.
18 ივლისს მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ათენის ცენტრში, რომაული აგორას ღია სივრცეში, კამილ სენ-სანსისა და ვერდის ნაწარმოებებს შეასრულებს.
ფესტივალი, სახელწოდებით All of Greece, One Culture 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენები 70 სხვადასხვა კულტურულ სივრცეში გაიმართება.