დღეს, 14 ივლისს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის დღე აღნიშნეს.
კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი ღონისძიება გასულ წლებთან შედარებით მოკრძალებული მასშტაბისა იყო.
ბასტილიის დღე, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, აღინიშნება ყოველი წლის 14 ივლისს, 1790 წლის ამ დღეს გამართული ფედერაციის დღესასწაულის (Fête de la Fédération) მოსაგონებლად, რომელიც 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღების პირველ წლისთავზე გაიმართა.
ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს.