რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ეხმიანება რუსული პარტიის "სიმართლისთვის" წინადადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
ოსურ მედიასთან ინტერვიუში, ბიბილოვი აცხადებს, რომ იგი ორივე ხელით მხარს უჭერს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.
"პარტია "სიმართლისთვის" ლიდერი [ზახარ პრიპელინი] რუსეთის ნამდვილი პატრიოტი. ჩვენ, ოსებიც რუსეთის პატრიოტები ვართ და რუსეთს მუდამ ჩვენს ისტორიულ სამშობლოდ მივიჩნევდით.
მადლიერი ვიქნებოდი, თუ პრიპელინის ინიციატივას რეალური შედეგები მოყვება. როგორც პრეზიდენტი და როგორც ოსი ორივე ხელით მხარს ვუჭერ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას", - განაცხადა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, პრიპელინი გამოვიდა მოწოდებით, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონების რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.
აღნიშნულ ინიციატივას სოხუმიც გამოეხმაურა, რომელმაც ბიბილოვისგან განცხადებით, არ მოიწონა რუსეთთან მიერთების ინიციატივა.