ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ფოთის სასწავლო ცენტრში პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს.
🔷 ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.
🔵 უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, ათასზე მეტ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას საზღვაო სფეროში საერთაშორისო დონის პროფესიული განათლება მიიღოს და წარმატებით დასაქმდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
⚓ ფოთში საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის განვითარებასა და საზღვაო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორის მომარაგებას კვალიფიციური სამუშაო ძალით.