რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან გასვლა დაიწყეს. პერევის შესასვლელში აღაარაა რუსი სამხედროების საგუშაგოები. მათ სოფლის შუაგულში გადაინაცვლეს. რუსმა მესაზღვრეებმა სამორიგეო ჯიხურიდან ინვენტარის გატანა დაიწყეს.
როგორც ცნობილია, საგუშაგოზე დაახლოებით 5 რუსი ოკუპანტი უნდა იყოს. მათ აღარ შეუმოწმებიათ სოფლის ავტობუსი.
ისინი ამოწმებენ მანქანებს, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები უახლოეს მომავალში სოფელ პერევს დატოვებდნენ.