მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ქალის ავტომობილი და გამოსამშვიდობებელი წერილი ნახეს.
სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფი მას შემდეგ ჩაერთო, რაც ორი დღის წინ გაუჩინარებული ქალის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით 112-ში დაკარგულის მეგობარმა დარეკა.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: არქივი