დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე და ქობულეთის ინდუსტრიული ზონის შესახებ იმსჯელებენ, რომელის მეორე მოსმენით მიღება მიმდინარე კვირაში იგეგმება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, მომავალ კვირას დარგობრივ კომიტეტებში ადმინისტრაციულ სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ღევედების შემოღებას ითვალისწინებს, ასევე ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობის ე.წ. ამინისტიის შესახებ იმსჯელებენ.
კერძოდ კი პირები, რომლებიც 2010 წელის აგვისტომდე უბილეთოდ მგზავრობისთვის იყვნენ დაჯარიმებულები ამინისტია შეეხებათ და მათ ჯარიმების გადახდა არ მოუწევთ.