საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ფეხშია დაჭრილი.