რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩენილ ხანძარს, შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს. 
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, საცხოვრებელო სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა. 
ფოტო: არქივი