საქართველოს საპატრიარქო სტამბოლში მდებარე აია სოფიას მუზეუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აკვირდება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აია სოფიამ, რომელიც აშენდა, როგორც გამორჩეული ქრისტიანული ეკლესია და ასე ფუნქციონირებდა თითქმის, 1000 წლის განმავლობაში, შეიძლება შეიცვალოს მისი სტატუსი.
ასევე ცნობილია, რომ თურქული მხარის მიერ გაკეთებული ეს განცხადება გარკვეული მიზეზებით იყო განპირობებული; თუმცა, ამჟამად, რადგან კაცობრიობა მრავალი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილდღეობის შენარჩუნებას და განმტკიცებას.
ვფიქრობთ, დღეს ეს იქნება გონივრული ნაბიჯი, თუ აია სოფია დარჩება, როგორც ნეიტრალური ადგილი.
თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემის გამო, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის შესახებ აღქმული იქნება არა როგორც ჩვენი ჩარევას მის შიდა საქმეებში, არამედ, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიის გულისტკივილი და მოსაზრება.
ვიმედოვნებთ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ძალიან სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, სტამბოლში მდებარე აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს.
29 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის წლისთავზე, აია სოფიაში ყურანის კითხვა გაიმართა. ერთი კვირის შემდეგ, კი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მმართველი მართლმსაჯულებისა და განვითარების პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაავალა შეისწავლონ აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის შესაძლებლობა.
თურქეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აია სოფიას სტატუსთან დაკავშირებით 17 ივლისს გამოაცხადებს.