ამ ვირუსის გავრცელება არის გაცილებით მაღალი, ვიდრე აჩვენებს ოფიციალურად ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა, - განაცხადა პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ღამის კურიერში"
მისი თქმით, რეგულარული ფრენები უნდა აღდგეს ყველა ქვეყანასთან, რადგან მსგავსი რეგულაციებით ვირუსის შეკავება ისედაც შეუძლებელია.
"არ მჯერა, რომ საქართველოში ვირუსი არის გაკავებული და არ არსებობს, იმიტომ რომ არსებობს 50-ზე მეტი კვლევა ანტისხეულებზე, რომელიც ჩატარებულია ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში და აჩვენებს, რომ ამ ვირუსის გავრცელება არის გაცილებით მაღალი, ვიდრე აჩვენებს ოფიციალურად ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა. როდესაც გვეუბნებიან, რომ რამდენიმე ასეული შემთხვევაა, არ ნიშნავს, რომ ვირუსი მართლა გაკავებული გვყავს“, - თქვა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებულმა მთავრობის მიერ გამოცხადებულმა სეროპრევალენტურმა კვლევამაც აჩვენა, რომ მინიმუმ თბილისში სადღაც 40 ათას კაცამდე უნდა იყოს ინფიცირებული.