ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა აშშ-ის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
"საქართველო ულოცავს მეგობარ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორს ამ მნიშვნელოვან დღეს!" - აცხადებენ თბილისის მერიაში.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკები გაუშვეს.