მოძრაობა "სამართლიანი საქართველო" "ქართულ პარტიასთან" სათანამშრომლოდ მზადაა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მივესალმბით "ქართული პარტიის" ჩამოყალიბებას. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი ყველაფერზე მიდიან იმისათვის, რომ შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება. ამ მიზნით ისინი იყენენებენ ქვეყნის მატერიალურ რესურსებს და მათ მიერ შექმნილ რეპრესიულ მექანიზმს. დღეს ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის უგუნურ, საქართველოსათვის დამღუპველ მოქმედებასთან ბრძოლა შედეგიანი იქნება მხოლოდ ყველა ჯანსაღი ძალის ერთობლივი ძალისხმევის შემთხვევაში. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან ჩვენი ერისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად", - აღნიშნულია პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ნოღაიდელის პარტიის განცხადებით, ისინი კარგად იცნობენ "ქართული პარტიის" ლიდერებს. მათი განმარტებით, ერთად შეიკრიბნენ ადამიანები, ვისაც სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ