საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინააღმდეგი უმრავლესობიდან თამაზ დიასამიძე იყო, ხოლო კობა კურდღელაშვილმა თავი შეიკავა.
საკონსტიცუოციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. წინაღმდეგი, თამაზ დიასამიძის გარდა, იყვნენ გია ცაგარეიშვილი, კარლო კოპალიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია.
ქრისტიან-დემოკრატებიდან, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ოფიციალურად უჭერენ, კენჭისყრის პროცედურას, გიორგი ახვლედიანის გარდა, არავინ ესწრებოდა.