საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციას - ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება ვენეციის კომისიის მდივნისგან თომას მარკერტისგან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მობილურ ტელეფონზე მოვიდა.
სააკაშვილმა გზავნილი ჟურნალისტებს სასტუმრო " Holiday Inn"-ის მშენებლობის პროცესის მონახულებისას თავად წაუკითხა.
"ახლა მივიღე "მესიჯი" მობილურ ტელეფონზე ვენეციის კომისიის გენერალური მდივნისგან. ზოგიერთი "ურწმუნო თომას" გასაგონად მინდა ვთქვა, მარკერტის განცხადებით, - "განსაკუთრებით დაწვრილებითი ანალიზის შემდეგ კომისიის მიერ კომისია მზად არის, განაცხადოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციას", _ განაცხადა სააკაშვილმა.