"ვფიქრობ, პარლამენტი მოიქცა აბსოლუტურად ზუსტად, როდესაც დაელოდა საკონსულტაციო ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს კონსტიტუცია", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო "Holiday Inn"-ის მშენებლობის პროცესის მონახულებისას.
"პარლამენტი მოიქცა სწორად. მიუხედავად იმისა, რომ არავინ გვავალდებულებდა, მაინც დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა ყოფილიყო ეს კონსტიტუცია", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დასკვნაში გაზიარებულია პრაქტიკულად ყველაფერი, ერთი პატარა მომენტის გარდა - დასკვნის თანახმად, ჩვენს პარლამენტს უფრო მეტად უნდა შეემცირებინა პრეზიდენტის უფლებები.
"პარლამენტმა თქვა, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა არის ამდენი გამოწვევის წინაშე, პრეზიდენტის უფლებების მთლიანად ნიველირება, როგორც ეს არის ევროპის უმეტეს ქვეყნებში, არის გამორიცხული", _ განაცხადა სააკაშვილმა.