განსხვავებით ჩემი კოლეგებისგან, არასდროს მითქვამს, რომ საქართველოს ახლა, ან ადრე პრორუსული მთავრობა ჰყავდა. პრობლემა, განსაკუთრებით ახლამდელი მთავრობის ის არის, რომ მათი პოლიტიკა არა საქართველოს ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი, უფრო მოსკოვის შიშით, - განაცხადა "ემერიქან ენთერფრაიზ ინსტიტუტში" გამართულ ონლაინკონფერენციაზე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
"მე არასოდეს მითქვამს, რომ საქართველოს რომელიმე მთავრობა, რუსეთის ინტერესებს პირდაპირ ემსახურებოდა. განსხვავებით ჩემი კოლეგებისგან, არასდროს მითქვამს, რომ საქართველოს ახლა, ან ადრე პრორუსული მთავრობა ჰყავდა. პრობლემა, განსაკუთრებით ახლამდელი მთავრობის ის არის, რომ მათი პოლიტიკა არა საქართველოს ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი, უფრო მოსკოვის შიშით. „რას იტყვის კრემლი, როგორი რეაქცია ექნება კრემლს, როგორი იქნება პუტინის რეაქცია“. ამ პროცესში კი მოსკოვის მოსაზრების მუდმივად მხედველობაშ მიღება, გარკვეულწილად შენს საკუთარ სამოქმედო გეგმას გაკარგვინებს",-აცხადებს თინა ხიდაშელი.