დროებითი საპარლამენტო კომისიებთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. პარლამენტის თავმდჯომარეს საშუალება ექნება პარლამენტს დროეითი კომისიის ფუნქციონირების გახანგრძლივებისათვის შეუზღუდავად მიმართოს.
რეგლამენტის დღეს მოქმედი ნორმით, დროებითი საპარლამენტო კომისია იქნება 6 თვით. შემდეგ კი ორჯერ კომისიას სამ-სამი თვით ვადის გახანგრძლივების მოთხოვნის უფლება აქვს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება მიმართოს პარალმენტს, რომ კომისიას ვადა კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივოს. პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტისათვის ასეთი მიმართვის უფლება მხოლოდ ერთხელ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ამ ცვლილებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელ კომისიას უკავშირებენ, რადგან კომისიას უკვე ყველანაირი ვადა ამოეწურა და უახლოეს დღეებში კომისიამ ფუნქციონირება უნდა დაასრულოს, თუმცა კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნისათვის მათ დრო კიდევ სჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისია შარშან შეიქმნა. ვადა გაუხანგრძლივდა ორჯერ კომისიის მოთხოვნით და ერთხელ პარლამეტნის თავმჯდომარის ინიციატივით.