ვენესუელის სურვილი დაამყაროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დამაყაროს ეს რუსეთთან მეგობრობის სიმბოლოა - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
მისივე თქმით, კარაკასის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მნიშვნელოვანი ელემენტია მსოფლიო თანამეგობრობაში მათი სრულფასოვანი სტატუსის მოპოვებისათვის.
"2010 წლის ივლისში ვენესუელამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მიმაჩნია რომ ჩვენი ვენესუელელი მეგობრების პრინციპული პოზიცია ამ საკითხში მნიშვნელოვანი ელემენტია ამ სახელმწიფოებისათვის სამართლისსუბიექტურობის მოპოვების საქმეში და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის სიმბოლოა", _ განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ სწორედ ასე იქცევიან "ნამდვილი მეგობრები: როცა რამეს გპირდებიან - ასრულებენ კიდეც და ამაზე არ ლაქლაქობენ", _ აცხადებს მედვედევი.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ამჟამად მოსკოვში იმყოფება და დიმიტრი მედვედევთან კრემლში შეხვედრას მართავს.