საქართველოს ინიციტივამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას, - ასე აფასებს ესპანური გამოცემა "ელ პაისი" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც "ელ პაისი" იუწყება, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას რუსეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ნაბიჯს "პროპაგანდისტული" უწოდა.
"საქართველოს ინიციტივამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას. თბილისი ყველანაირად მხარს უჭერს ადიღეაში დაწყებულ მოძრაობას, რომელიც გამოდის ინიციტივით, რომ ჩერქეზების (კავკასიის ერთ-ერთი ძირძველი ხალხი) ბედი გენოციდად შეფასდეს: ჩერქეზები 1864 წელს რუსეთის მხრიდან მათი მიწების დაპყრობის შემდეგ იძულებული გახდნენ სახლები დაეტოვებინათ," - წერს "ელ პაისის" კორესპონდენტი პილარ ბონეტი.
როგორც ბონეტი აღწერს, რუსეთი ამ გადაწყვეტილებამ იმიტომ აღაშფოთა, რომ რუსეთის მთავრობამ 2025 წლამდე ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა, ეს გადაწყვეტილება კი მათი სტრატეგიისა და გეგმის განვითარებაში ხელს უშლის.
"რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ ნაბიჯს „პროპაგანდისტული" უწოდა" - განმარტავს "ელ პაისი".