საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პერევიდან რუსული საოკუპაციო ჯარის გაყვანის შესახებ რუსული მხარის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც საგრეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რუსეთის ოფიციალური პირებისგან მსგავსი განცხადებები ადრეც გაკეთებულა, ამიტომ "ოფიციალური კომენტარისთვის ჯერ ჯარების გაყვანას დაველოდოთ".
რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს მოლაპარაკების დაბლოკვას, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარულ და დევნილების დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით.
"ჩვენთვის მიღწული დამაკმაყოფილებელი არ არის და უფრო მეტის მიღწევა გვინდა", - აღნიშნა ვაშაძემ.