"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით გლდანის მაჟორიტარულ ოლქში მისი კანდიდატურა იქნება წარდგენილი. ნიკა მელიას კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოს ამჟამინდელი წევრი, ლევან ხაბეიშვილი იქნება.
"გლდანში გამარჯვებისთვის მე ვიბრძოლებ, სამგორის რაიონში კი, ლევან ხაბეიშვილი. დარწმუნებული ვარ, ლევანი გაიმარჯვებს სამგორში, ამაში ეჭვიც არ მეპარება. არჩევნებში გავიმარჯვებ მეც, არა იმიტომ, რომ მე ვარ ყველაზე კონკურენტუნარიანი, ვფიქრობ, ეს არჩევნები იქნება ისტორიის სწორი მხარე. ვიბრძოლებ გლდანის რაიონში გამარჯვებისთვის, ვიბრძოლებ ოლიგარქიული წესწყობილების დამარცხებისთვის. შეუძლებელია, მართვის სადავეებთან გყავდეს ოლიგარქი და ეს ქვეყანა იყოს წარმატებული ოდესმე", - განაცხადა ნიკა მელიამ.