ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა უკვე არსებობს და დადებითია, _ ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს სესიაზე გააკეთადა.
როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა უცვლელია იმ მოსაზრებებისა, რომელიც 8 ოქტომბერს უკვე გამოაქვეყნა. ''
"ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ხელისუფლება და პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან", _ განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მადლობას უხდის საქართველოს პარალმენტს თანამშრომლობსიათვის.
პარლამენტი კონსტიტუციის ახალ პროექტს მესამე მოსმენით კენჭს დღეს დღის ბოლოს უყრის. ბაქრაძის თქმით, დაცული იქნება ვენეციის კომისიის ის მოთხოვნაც, რომ საბოლოო კენჭისყრა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე არ მომხდარიყო.
მისი თქმით, ამ დროისთვის ეს დაკსვნა უკვე გამოქევეყნებული იქნება, რადგან ბარქაძის ინფორმაციით, დასკვნა დღეს დილით უკვე მიღებული იქნა და უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.