18 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0372 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0404 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4175 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4177 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4429 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.7953 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 ივნისიდან შევა ძალაში.