პერევიდან რუსეთის ჯარის გასვლას პარლამენტის თავმჯდომარე "სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს" უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი.
ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პერევიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება არის მცირე ელემენტი 12 აგვისტოს შეთანხმებისა, რომელიც საერთაშორისო ძალისხმევით ხორციელდება.
ბაქრაძის თქმით, ეს არის მცირე ელემენტი ამ შეთანხმებიდან და აუცილებელია, შეთანხმება მთლიანად შესრულდეს და საქართველომ მშვიდობიან განვითარების გზა გააგრძელოს.
"პერევიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე და აუცილებელია ამას მნიშვნლეოვანი გადაწყვეტილებები მოჰყვეს," - აცხადეს დავით ბაქრაძე.