აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კარპენტერი მიკრობლოგ "ტვიტერში" წერს.
"ქართულმა ოცნებამ კომპრომისთან დაკავშირებით აღმაფრთოვანებელი მზაობა აჩვენა და ახლა დროა, გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი რურუა და საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს.
ქართული დემოკრატია ძლიერია და ოქტომბერში გამართული კონკურენტული არჩევნებისგან სარგებელს მიიღებს", - დაწერა კარპენტერმა.