საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის საგარეო უწყების პირველი პირის ელმარ მამედიაროვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ შეხვედრა უკვე დაიწყო.
შეხვედრის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე და ელმარ მამედიაროვი ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ საკითხებს განიხილავენ.
ასევე განიხილება ის საკითხებიც, რომელიც ორ ქვეყანას შორის პრობელმურად ითვლება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან მამედიაროვის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ სამინისტროში გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.