იმ შემთხვევაში, თუკი მიღებული გადაწყვეტილება რეალურად შესრულდა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პერევი დატოვეს, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგს გარკვეული შედეგი მოჰყვეს.
-აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე.
"ჩვენ ვეძებთ რაიმე ხელჩასაჭიდ მიზეზს, რომ გაგვიჩნდეს ოპტიმიზმი რუსეთთან მოლაპარაკებებში. თუკი ეს გადაწყვეტილება რეალურად მართლა ასეთია და ყოველივეს რეალური ქმედება მოჰყვება, მაშინ ბუნებრივია, რომ გვექნება სერიოზული საფუძველი, გვქონდეს ოპტიმიზმი დიალოგის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის კუთხით. ეს იქნება კარგი საფუძველი იმისა, რომ მოლაპარაკებებს შეიძლება კონკრეტული შედეგი მოყვეს ", _ აცხადებს გიორგი თარგამაძე.
მასალის გამოყენების პირობები