ხვალ, 15 ოქტომბერს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენა და შესაბამისად ახალი კონსტიტუციის დამტკიცება იგეგმება.
კენჭისყრა 12 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ პარლამენტმა ახალი კონსტიტუციის მესამე მოსმენა, 15 ოქტომბრისათვის გადადო.
კენჭისყრის გადადებამდე რამოდენიმე დღით ადრე ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მის საბოლოო რეკომენდაციებს დალოდებოდა.
ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას 15 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს და საბოლოო რეკომენდაციებს მიიღებს.
ვენეციის კომისიის მსგავსი მოწოდება 12 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებაც გააკეთეს, რომელთაც მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ ეჩქარა ახალი კონსტიტუციის მიღება.