სხვა გზა არ გვაქვს, შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს. ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიციაში ერთსულევნება არ არის.
„ყველა კოლეგა ოპოზიციონერს ვეუბნები, რომ დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, ამომრჩეველიც დავამშვიდოთ. შევიკრიბებით ერთად, ყველა საკუთარ პოზიციას დავაფიქსირებთ, ამის შემდეგ კიდევ შეჯერება დაგვჭირდება და საბოლოო ჯამში უნდა გვესმოდეს, რომ სხვა გზა არ გვაქვს, შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს. ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. თუ ვიცი მიზანი რა მაქვს, მერე უკვე საშუალებას ყველანაირად ვიპოვი, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული. განიხილება ჩემი გვარი, განიხილებოდა თავიდანვე, მაგრამ განვიხილავთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი რაიონი იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.