აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სიღნაღს ეწვია.
დღესვე ელმარ მამედიაროვი ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტერს და სხვა ისტორიულ და კულტურულ ძეგლებსაც მოინახულებს, დღის მეორე ნახევარში კი მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტს დაესწრება.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის მეორე დღეს, 15 სექტემბერს გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც იგი ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
მინისტრები 12:00 საათზე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
აზერბაიჯანელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მარნეულს ეწვევა, დღის მეორე ნახევარში კი დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა.
იმავე დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ქართველ კოლეგასთან ოფიციალური ვახშამის შემდეგ საქართველოს 20 საათზე დატოვებს.