გორში 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გველი ერთ-ერთი ბინის შესასვლელთან ნახეს.
ოჯახი დახმარებას ითხოვს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ოჯახისთვის გაუგებარია, საიდან მივიდა ქვეწარმავალი მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ან როგორ მოიქცნენ გველის პოვნის შემთხვევაში.
შემთხვევა ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა. აქ მიჯრით 4 ათსართულიანი კორპუსი მდებარეობს.