აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ საერთაშორისო პარტნიორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
ვიდეოკონფერენციის ფორმატის კომუნიკაციაში აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, სილეზიის სავოევოდოს მარშალმა იაკუბ ჩელსტოვსკიმ და სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ იან კავულოკიმ მიიღეს მონაწილეობა.
ჯაბა ფუტკარაძემ ვიდეოკონფერენციისას ინფექციის გავრცელების შედეგად აჭარაში არსებულ ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
მხარეებმა სავაჭრო, ავიაციისა და მედიცინის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ზემო სილეზიიდან ესწრებოდნენ სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალი ვოიჩეხ ქაუჟა, სილეზიის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი მარია მათერლა, ზემო სილეზიის მეწარმეთა განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ბოგდან თრაჯიქი, ზემო სილეზიის სავოევოდოს მეწარმეთა განვითარების სააგენტოს, მედსილეზიის ჯგუფის ხელმძღვანელი იზაბელა ჩერემჰა, კატოვიცეს აეროპორტის დირექტორი პაველ ვოჟდა, სილეზიის საავიაციო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ქშიშტოფ ქრისტოვსკი და ზემო სილეზიის ფონდის დირექტორი ქრისტიან სტენფინი.