"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ Aაზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ვიზიტი შეაჯამა.
კირთაძე დაესწო, სოციალისტური ინტერნაციონალის შავი ზღვის აუზის, კავკასიისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების კომიტეტის საერთასორისო სხდომას, რომელშიც 12 ქვეყნის _ აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვის, უნგრეთის, საბერძნეთის, შვედეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიების ლიდერები მონაწილეობდნენ.
"ბატონო გენერალურო მდივანო, პატივცემულო კოლეგებო, საქართველოს ლეიბორისტული პარტია სხვდასხვა დროს გამოვიდა ინიციატივით, რომ გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს შესახებ, სადაც მსოფლიოს წამყვანი აქტორები შეიმუშავებენ მექანიზმებს საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის რეალური საფუძვლების შექმნის შესახებ და მეორე, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან და შეიქმნას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი, რომელიც, როგორც სამშვიდობო ინსტიტუცია, ხელს შეუწყობს პირდაპირი ურთოერთობების განახლებას და სამშვიდობო დიალოგის დაწყებას ჰუმანიტარულ და სხვა უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე." - განაცხადა ბაქოს საერთაშორისო შეხვედრაზე ნესტან კირთაძემ.
კირთაძის განმარტებით, მის განცხადებას რუსეთის ფედერაციის წარმომადგლენლები გამოეხმაურნენ და მიიღეს გადაყწვეტილება, რომ საკითხი მომზადდეს კომპლექსურად, მათ შორის, აფხაზებისა და ოსების მონაწილეობითაც და გატანილ იქნას უფრო წარმომადგენლობით საერთაშორისო სხდომაზე, ამასთან ერთად, სოც.ინტერნის გენერალურმა მდივანმა ლუის აიალამ არ გამორიცხა, რომ საქართველოს საკითხის დაყენება სოც. ინტერნის მომდევნო საბჭოს სხდომისთვისაც კი გახდეს შესაძლებელი.
"საინტერესო და აქტუალური გახდა საერთაშორისო სხდომის მონაწილეებისადმი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გაცნობა, მათ შორის, მწვავედ გაიჟღერა მიმდინარე ე.წ. საკონსტიტუციო პროცესმა, როდესაც, პრაქტიკულად, ერთი პარტიის მიერ იქნა მიღებული კონსტიტუცია და რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს განუსაზღვრელი ვადით გააგრძელებს და რაც, პრაქტიკულად, ქვეყანას უსპობს მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას და შესაძლებლობას და სხვა," - აღნიშნულია მის განცხადებაში.
ნესტან კირთაძე მიიჩნევს, რომ სოციალისტური ინტერნაციონალის სახით საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას გაუჩნდა ახალი შესაძლებლობები, რათა მთელს მსოფლიოს რეალურად და ობიექტურად გააცნოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, გაააქტიუროს პრობლემები და მოიპოვოს რეალური საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.