ქართულ-რუსული ურთიერთობების ჩიხიდან გამოსაყვანად, შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სპეციალური მოსმენა დაინიშნოს.
აღნიშნული ინიციატივა მონიტორინგის საკითხებში ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარეს დიკ მარტს ეკუთვნის. განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ევროსაბჭოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ აუცილებელია რუსეთის და საქართველოს დაპირისპირება დიალოგის რეჟიმში გადავიდეს.
"ევროსაბჭოსთვის ქართულ-რუსული საკითხი პრიორიტეტულია", - აცხადებს დიკ მარტი.
არსებული ინფორმაციით, სპეციალური მოსმენა, 2011 წლის ინვარში დაინიშნება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და რუსეთის დელეგაციები, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები და ტალიავინის კომისიის წევრები.