თბილისს ავსტრიის დელეგაცია წუხელ, გვიან ღამით ესტუმრა. დელეგაციის წევრები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავენ.
როგორც ავსტრიელი სტუმრები აცხადებენ, მათი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გაგრძელებაა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოსა და ავასტრიას შორის რეგულარული პოლიტიკური ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, ავსტრიას საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერის დიდი პოტენციალი აქვს და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი სიტყვა ეთქმის.
"ავსტრიის სახელმწიფო ჩვენთვის ეკონომიკური კუთხით შესაძლოა დიდი პოტენციალის მატარებელი იყოს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც ქართული მხარისთვის იქნება საინტერესო", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.