დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ავსტრიის დელეგაცია ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ავსტრიის დელეგაცია პოლიტიკურ კონსულტაციებს საგარეო უწყებაში გამართავს.
"ავსტრია არ განეკუთვნებოდა იმ ქვეყნებს, რომლთანაც საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა, უფრო სწორად იყო დადებით ურთიერთობები, მაგრამ არა ინტენსიური", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი შეფასებით, ავსტრია საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერის დიდი პოტენციალი აქვს და საერთაშორისო ასპარეზზე თავის სიტყვა ეთქმის.
"ავსტრიის სახელმწიფო ჩვენთვის ეკონომიკური კუთხით შესაძლოა დიდი პოტენციალის მატარებელი იყოს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც ქართული მხარისთვის იქნება საინტერესო", - განაცხადა კალანდაძემ.