ხვალ, 14 ოქტომბერს, საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის პირველ დღეს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთას ეწვევა და განახლებულ ძველ სატახტო ქალაქს დაათვალიერებს.
15 სექტემბერს, 11:00 საათზე, ელმარ მამედიაროვი ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. მინისტრები 12:00 საათზე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
აზერბაიჯანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურსაც შეხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარესთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხს, მათ შორის ორ ქვეყანას შორის პრობლემატურ საკითხებსაც განიხილავს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის საქართველოში ვიზიტი 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.