გერმანელმა ხალხმა გულწრფელად განიცადა და გაიაზრა, თუ რა ჩაიდინეს ნაცისტებმა საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, საქართველოში ეს არ მომხდარა, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკურმა კონიუნქტურამ გადაწყვიტა პოლიტიკურ ასპარეზზე კოაბიტაციის შემოტანა, რათა არ მომხდარიყო ის, რაც უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "არენა" კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ნაცისტური რეჟიმი დაინგრა, გერმანიაში სოფელ-სოფელ დადიოდნენ და დაჰქონდათ ბუხენვალდის, ოსვენციმის და სხვა უბედურებების კადრები, რაც ნაცისტებმა მსოფლიოს და თავის ქვეყანას დააწიეს. ამან განაპირობა ის, რომ დღეს გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. გერმანელმა ხალხმა გულწრფელად განიცადა და გაიაზრა, თუ რა ჩაიდინეს მათ საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, საქართველოში ეს არ მომხდარა, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკურმა კონიუნქტურამ გადაწყვიტა პოლიტიკურ ასპარეზზე კოაბიტაციის შემოტანა, რათა არ მომხდარიყო ის, რაც უნდა მომხდარიყო. ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია საქართველოში უნდა აკრძალულიყო", - განაცხადა ხაინდრავამ.