პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, "მემარჯვენეები" საქართველოს ინტერესებს იცავენ, ამიტომ არ ეთანხმება გოგა ხაინდრავას განცხადებას, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები რუსეთის ან ამერიკის ინტერესებს იცავენ.
"ეს ბატონი გოგას აზრია. მან კი განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავს, მაგრამ ჩვენი პარტია საქართველოს ინტერესების დამცველია. სხვა საკითხია, რომელ პარტიას რომელ მხარესთან სურს ინტეგრირება. ზოგს შეიძლება ეს რუსეთთან სურდეს, ზოგს კი დასავლეთთან. რაც იმას არ ნიშნავს, რომ მათ ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა ნაჭყებიამ.
შეგახსენებთ, რომ გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ბრალი დასდო აშშ-ის ან რუსეთის ინტერესების დაცვაში.