რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგის განაცხადება გულისხმობს, რომ რუსეთს არ შეუძლება საერთაშორისო ნორმების არშესრულება და მეზობელ ქვეყანაში "შევარდნა".
"ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მხარდამჭერი, ეს არის მსოფლიოს კანონმდებლობით დადგენილი წესების და ნორმების მხარდამჭერი განაცხადება: ერთ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს ჯერ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას და მერე აღარ შეასრულოს, ან შევარდეს მეორე მეზობელ ქვეყანაში, დაიპყროს ტერიტორიები და უცნაური სტატუსები მიანიჭოს", - განაცხადა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, სარკოზი-მედვედევის შეთანხმება შეასრულოს. ამის შესახებ ჰეიგმა მოსკოვში ვიზიტის დროს, გაზეთ "ნოვაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"იმედი გვაქვს, რუსეთი მთლიანად შეასრულებს საქართველოსთან დაკავშირებით დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის შეთანხმებას. ყველა დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებში რუსეთმა აქტიური, კონსტრუქციული როლი შეასრულოს", - აღნიშნა ჰეიგმა.