ქრისტიან-დემოკრატები პროფესიული სასწავლებლების გაუქმებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას ამ პროცესის შეჩერებას სთხოვენ. ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა პარლამენტში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში 27 პროფესიული სასწავლებლიდან 17 გაუქმდა, რის შედეგადაც 800-მდე პედაგოგი უმუშევარი, ხოლო ათასობით მოსწავლე სწავლის დასრულების საშუალების გარეშე დარჩა. ხელისუფლება კი ყოველდღიურად საუბრობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არსებობს პროფესიული კადრების დეფიციტი.
ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ გაუგებარია, რა პრინციპებით ირჩევა გასაუქმებელი სასწავლებლები. ისინი პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს მოუწოდებენ, შეჩერდეს პროფესიული სასწავლებლების გაუქმების პროცესი და შეიქმნას სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 37-ვე პროფესიულ სასწავლებელს და განსაზღვრავს თითოეულის ფუნქციონირების ან გაუქმების მიზანშეწონილობას.