"ევროპელ ელჩებთან შეხვედრაზე საინტერესო სიურპრიზი აღმოვაჩინე", _ ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
"თურმე, პრეზიდენტს ელჩებთან შეხვედრაზე დემოკრატიის მეორე ტალღაზე უსაუბრია. იმედია, ვინმე აგვიხსნის, რაში მდგომარეობს დემოკრატიის მეორე ტალღა, რადგან ტალღები კი არა, სიოც არ იძვრის", - განუცხადა ჟურნალისტებს ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ.
მისი განმარტებით, ოპოზიციამ ევროკავშირს საქართველოს დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების პროცესში მხარდაჭერა სთხოვა.
"ვთხოვეთ გააგრძელოს ევროკავშირმა ჩვენი მოსახლეობის დახმარება, რაც, პირველ ყოვლისა, იქნება ის, რომ ქვეყნის დემოკრატიული გარემო გაუმჯობესდეს", - განმარტა ბურაჯანაძემ.