"ქრისტიან-დემოკრატები" ღვედის გამოყენების ვალდებულებისათვის სოფლებში გარკვეული ვადის მიცემას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან- დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს პარალმენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, სოფლებში მანქანების უმეტესობას ეს ღვედი საერთოდ არ გააჩნია და შესაბამისად გაჭირდება, როგორც აღნიშნული ვალდებულების შესრულების ადმინისტრირება, ასევე ამ ვალდებულების დაუყონებლივ შესრულებას ტექდათვალიერების შემოღება დასჭირდება.
ვეფხვაძე ითხოვს, რომ ეს ვალდებულება შეეხოთ პირველ ეტაპზე ქალაქებსა და დაბებს. სოფელბში კი მიეცეთ გარკვეული პერიოდი, რათა უზრუნველყონ მანქანების ღვედებით აღჭურვა. ამ მოთხოვნას კი საპარალმენტო უმრავლესობა არ იზიარებს.
როგორც იურიდილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარსი მოადგილემ ლაშა თორდიამ განაცხადა, პოლიციას უკვე მიეცათ შესააბამისი დირექტივა, რომ წინასწარ გააფრთხილონ მოსახლეობა და კანონის ამოქმედებამდე დარჩენილია ვადა, რაც საშუალებას მისცემს მათ აღჭურვონ მანქანები ღვედებით. ამასთან, მისი თქმით, ღვედის არქონის შემთხვევაში მძღოლები პირველივე გამოვლენისას არ დაჯარიმდებიან. პირველ ეტაპზე მოხდება მათი გაფრთხილება და დაჯარიმება უკვე ქმედების განმეორების შემთხვევაში მოხდება.