საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერის გოგა ხაინდრავას განცხადეებით საქართველოში ნარკოტიკების რეალიზაციას შსს აწარმოებს.
"საქართველოს გავლით სხვადსხვა ქვეყნებში წელიწადში 9 ტონა ჰეროინი გადის. აქედან ტონა ნახევარი რჩება აქ დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნებში ნაწილდება. შსს-მ ამის შესახებ ყველაფერი იცის. იმ 7,5 ტონას მერაბიშვილი და მისი უწყება კურირებს. ამის გარეშე ამხელა რაოდენობის ნარკოტიკის გავლა მთელი ქვეყნის გზაზე წარმოუდგენელია. ამას მოწმობს ისიც, რომ ნარკოტიკის ფასი მთელ ქვეყანაში თანაბარია, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ წყარო ერთია და ეს წყარო არის შსს", - განაცხადა ხაინდრავამ.