8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით წამოწყებულ პროცესში ხელისუფლება არ ჩაერთვება,"- ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს სააშკარაოზე გამოიტანს მათ არალეგიტიმურად არჩევითობას ბოლო არჩევნებში.
"ხელისუფლებისთვის ძალიან ძნელია ამ პროცესში ჩართვა. თუ დათანხმდებიან ჩვენთან მოლაპარაკებებს, ნათელი გახდება, რომ ახლანდელი საარჩევნო კოდექსი მათზე იყო მორგებული. ხოლო თუ არ ჩაერთვებიან ჩვენთან მოლაპარაკებებში, აშკარა გახდება, რომ არ სურთ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა," - განაცხადა კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში კახა შარტავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილსა და დავით ბაქრაძეს მიმართვა გაუგზავნეს. მიმართვაში ისინი ხელისუფლებას ოპოზიციასთან საარჩევნო კოდექსის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.