საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიაში, რიგის "სკონტოს" სტადიონზე, მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ანგარიში მატჩის 73-ე წუთზე დავით სირაძემ გახსნა. მატჩის მიწურულს კი ლატვიელმა ფეხბურთელებმა (ალექსანდრ გაუნა 90-ე წუთი) საასუხო გოლი გაიტანეს.
ცნობისთვის: საქართელოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფში ასპარეზობს. ლატვიამდე ქართველებმა 3 მატჩი გამართეს - ფრედ ითამაშეს საბერძნეთში (1-1) და თბილისში ისრაელთან (0-0), შემდეგ კი, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, მალტის ნაკრები დაამარცხეს, ანგარიშით 1-0.